ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 23 ბაღი დაიხურა პანდემიის გამო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების ქალაქის 9 და მუნიციპალიტეტის 14 ბაღია დახურული კორონავირუსის შემთხვევების გამო.

“სრულად დახურულია ქალაქის მესამე, მეშვიდე, მერვე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე, მეცამეტე და მეთოთხმეტე საბავშო ბაღები. რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს, დახურულია ახალკახათის, ახალსოფლის, გრიგოლიშის, დარჩელის პირველი, დიდინეძის, ინგირის “წითელქუდა”, ინგირის პირველი, კახათის “რწმენა”, ნაწულუკუს, რიყის, რუხის, ჭაქვინჯის მეორე, ჭითაწყარის და ხურჩის საბავშო ბაღები”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × five =

Akismet ანტისპამი