- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრში “ზუგდიდელებს” უთხრეს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების ქალაქის მეცამეტე და მუნიციპალიტეტის სოფლების: ინგირის, კახათის და დარჩელის საბავშვო ბაღები დახურულია კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო.
“სრულად დახურულია დარჩელის #1 ბაღში ორივე ჯგუფი. ასევე, დახურულია ინგირის საბავშო ბაღი “წითელქუდა” და კახათის საბავშო ბაღი ,,რწმენა”. ამ ბაღებში სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება.”-აცხადებენ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში.