კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3100 დოზა უკვე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშია


  •  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 3100 დოზა უკვე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული. სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია განხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. 15 მარტს ვაქცინაცია დაიწყება ზუგდიდში ,,ევექსის“ კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაქცინაციის სამზადისს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ნინო ვიბლიანი გაეცნო. მისი განმარტებით, ყველა ამცრელი კაბინეტის მედ-პერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები. ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! აცრა ნებაყოფლობითია! რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

sixteen − 2 =

Akismet ანტისპამი