- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საქმისწარმოების ახალ სისტემაზე გადადის.
6 ნოემბრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებს განცხადებების შემოტანა 24-საათიან რეჟიმში ელექტრონული ფორმით შეეძლებათ. ხელზე განცხადებების მიღება კი 13:00 საათამდე იწარმოებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნითაა მიღებული.
განცხადებების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zugdidismeria@gmail.com
ასევე, მოქალაქეებს საშუალება აქვთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მომართონ ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის MSDA-ს ელექტრონული განცხადებების პორტალის MS.GOV.GE-ის გამოყენებით.