- ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთის წყარო არის ლილოს ბაზრობა, ერთის გაჩიანის დასახლება და ასევე ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო დაავადებულთან კონტაქტია.
მისი ინფორმაციით, 4 არის იმპორტირებული შემთხვევა, მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ასევე ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო პერსონალია.