- ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში დადასტურდა.
“საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა. მიღებული ზომების გათვალისწინებით კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. აჭარაში არის 36 პროცენტი, ეს მაჩვენებელი 190 პაციენტს შეესაბამება. სამწუხაროდ, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა თბილისში. თბილისში არის 179 ახალი შემთხვევა, იმერეთში 91 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსი, შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა ქვემო ქართლში, 28 პაციენტი არის ინფიცირებული, შიდა ქართლში -ათი, კახეთში არის – 11, მცხეთა-მთიანეთში სამი ახალი შემთხვევა, გურიაშიც – სამი, სამცხე-ჯავახეთში კი ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.