- კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 060 გამოვლინდა, აჭარაში – 461, იმერეთში – 340, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
“დღეს გამოვლენილი 2 901 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში – 461, იმერეთში – 340, ქვემო ქართლში – 181, შიდა ქართლში – 199, გურიაში – 68, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 369, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 78, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ექვსი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.