დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 506, იმერეთში – 324, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში – 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 200, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – 39, სამცხე-ჯავახეთში – ოთხი, ასევე, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ოთხი, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.