კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 636 თბილისში გამოვლინდა, 333 – აჭარაში, 320 – იმერეთში


  • უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს, გამოვლენილი ინფიცირების 1 731 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარაში – 333, იმერეთში – 320,

ქვემო ქართლში – 121, შიდა ქართლში – 76, გურიაში – 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 45, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15.

ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 507 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 726, აჭარაში-1 788.

სულ 6-27 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 9 390 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 29 001 პირი, საიდანაც თბილისში – 3 283 პირი, აჭარაში – 11 793, იმერეთში – 4 072.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

7 + seventeen =

Akismet ანტისპამი