- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.
რუხის კლინიკაში იმყოფება 174 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34 პირი.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ პაციენტი.
სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი.
ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პირი.
აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა 20 პაციენტი.
სენაკი ‘ლაზიკა მედი” 98 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 85 ადამიანი.
მარტვილის “ევექსის” კლინიკა 22 პაციენტი.
წალენჯიხის “ევექსის” კლინიკა 28 პაციენტი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 297 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი, 91 წლის ქალი ოკუპირებული გალის მკვიდრია, ის რუხის კლინიკაში იყო მოთავსებული. კორონავირუსის ემსხვერპლა ჩხოროწყუს მკვიდრი 63 წლის ქალი და ზუგდიდელი ქალი და მამაკაცი. ორივე მათგანი 62 წლის. კლინიკა “სენამედში” გარდაიცვალა ორი პაციენტი – ერთი სენაკის მკვიდრი, 65 წლის ქალია და მეორე ხობელი, 82 წლის ქალი. სენაკის კლინიკა “ლაზიკა მედში” გარდაიცვალა სენაკელი, 81 წლის მამაკაცი და ფოთის საავადმყოფოში 65 წლის ფოთელი მამაკაცი.