კორონავირუსით, სამეგრელოში 4 პაციენტი გარდაიცვალა


  • ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის არის: 60 წლის ქალი აბაშის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც მკურნალობას თერჯოლის კოვიდ კლინიკაში გადიოდა.

70 წლის მამაკაცი,ზუგდიდის მცხოვრები. ის რუხის კლინიკაში მკურნალობდა, მდგომარეობის დამძიმების გამო, 15 აგვისტოს კატასტროფის ბრიგადას გადაჰყავდა თბილისში და გზაში გარდაიცვალა.

ასევე 70 წლის იყო სენაკელი ქალი, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა. პაციენტი მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.

ასევე ბოლო 24 საათში რუხის საავადმყოფოში გარდაიცვალა 82 წლის პაციენტი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!