კორონავირუსით სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 156 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 80 საშუალოდ მძიმე.

ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 12 მძიმე.

“სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი, მათ შორის მძიმე 8.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 14 პაციენტი. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 407 პირი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 79 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ფოთის კლინიკაში, 2 დეკემბერს გარდაიცვალა 71 წლის ქალი, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრები იყო. ხობის მცხოვრები კიდევ ერთი ადამიანი, 78 წლის მამაკაცი  ქუთაისის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!