კორონავირუსით ორი სენაკელი მამაკაცი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 153 კოვიდპაციენტი, მათ შორის 90 საშუალოდ მძიმე და მძიმე 15.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 მძიმე.

“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი, მათ შორის მძიმე 8.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 372.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 83 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონის მცხოვრები, კიდევ ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

გარდაიცვალა კლინიკა “სენამედში” სენაკის მცხოვრები, 83 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი.

ამასთან, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა სენაკის მკვიდრი, 65 წლის მამაკაცი. მას ჰქონდა თანმდევი დაავადებები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!