საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239 პირი.
ინფორმაციისთვის, 83 ადამიანიდან 14 გამოჯანმრთელებულია.