- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა, ხოლო ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში არიან.
ჯანდაცვის მინისტირს ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ადამიანებზე დაკვირვება მიმდინარეობს.
“ყველა პიროვნება, რომელიც იყო წლისთავზე, არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, – განაცხადა ტიკარაძემ.