- 26 ივლისს, 18:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ლითონის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლ “ჯორჯიან ბრასის“ საგანმანათლებლო კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
26 ივლისს, 17:00 საათიდან ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება.
