კონკურსი ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩის და ეზოს სტატუსისთვის


ააიპ “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები -საქართველოს” მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებული კონკურსის

,,სუფთა რეგიონი”- ს ფარგლებში ყველაზე სუფთა სოფლის (ადმინისტაციული ერთეულის), ყველაზე სუფთა ქუჩისა და ყველაზე სუფთა ეზოს გამოვლენის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი კომისიის სხდომა. კომისიის წევრებს კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი -” ს დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ (თავმჯდომარის მოადგილე). მან კომისიას წარუდგინა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ყველაზე სუფთა სოფლების, ყველაზე სუფთა ქუჩებისა და ყველაზე სუფთა ეზოების ჩამონათვალი ფოტომასალებით. კომისიამ მოიწონა წარმოდგენილი მასალები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს კომისიის წევრებმა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, გამგებლის მოადგილემ თამაზ ჟორჟოლიანმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მერაბ ხვიჩიამ და გიორგი კუკავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა იაგო ქირიამ, ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” უბნის უფროსმა ვასო ფარცვანიამ, ცენტრის იურისტმა შორენა სურმავამ. ამ ეტაპისთვის გამოვლენილიქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელი, 6 ქუჩა და 10 საცხოვრებელი ეზო. მითითებული ადგილების შემოვლა-დათვალიერება განახორციელეს და კომისიას ფოტომასალები წარუდგინეს ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”- ს საზ.ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა კოდუამ და ცენტრის კონტროლიორმა კობა კუხალეიშვილმა.  კონკურსი გაგრძელდება მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!