ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩისა და ეზოს გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. კონკურსში გამარჯვებულები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ფოტომასალის განხილვის შედეგად გამოავლინეს.
კომისიის გადაწყვეტილებით,
ყველაზე სუფთა სოფლებია:
1-ანაკლია
2-დარჩელი
3-რიყე
4-ორსანტია
5-შამგონა
ყველაზე სუფთა ქუჩებია:
1-რიყე (აღმაშენებლი ქუჩა)
2-შამგონა (გამსახურდიას ქუჩა)
3-დარჩელი (ზვიად გამსახურდიას ქუჩა)
4-ანაკლია (რუსთაველის ქუჩა)
5-ორსანტია (აღმაშენებლის ქუჩა)
ყველაზე სუფთა ეზოებია:
1-ახალაბასთუმანი (პაატა გოგელიას ეზო)
2-ახალსოფელი (გოგი ჩქვანავას ეზო)
3-კახათი (მურთაზ ნარმანიას ეზო)
4-დარჩელი (ოთარ კოდუას ეზო)
5-შამგონა (ელგუჯა შარიას ქუჩა)
შეხვედრაზე “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“-ს დირექტორმა, ნუგზარ მალაშხიამ მუნიციპალიტეტში დასუფთავების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრ“-მა ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩისა და ეზოს გამოსავლენად კონკურსი მაისში დაიწყო. კონკურსი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი “მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს” კონკურსის – “სუფთა რეგიონი” – ფარგლებში ჩატარდა.