სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის II ეტაპი (გასაუბრება) მიმდინარეობს. გასაუბრება გუბერნატორის ადმინისტრაციაში დღეს 24 ივნისსდაიწყო და ხვალ 25 ივნისს დასრულდება.
კონკურსი გამოცხადებილი იყო ადმინისტრაციაში არსებულ 4 ვაკანტურ თანამდებობაზე: სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტი, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის უფროსი სპეციალისტი, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის პეციალისტი. კონკურსი აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 2015 წლის 11 მაისს გამოაცხადა.
სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სულ 235 განცხადება შემოვიდა, აქედან კონკურსის მეორე ეტაპზე175 აპლიკანტი გადავიდა.
მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისისს შემადგენლობა: კომისიის თავმჯდომარე – კობა ქანთარია (გუბერნატორის პირველი მოადგილე), კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – მაკა ფიფია (გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში) კომისიის წევრები: ნუგზარ გაბელია (გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე), მერაბ დანელია (USAID-NEO ქემონიქს საერთაშორისო მობილიზატორი C-2 სოფლის მეურნეობის სპეციალისტი), ლავრენტი ალანია (საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენელი ხობში). კონკურსანტების გასაუბრების მონიტორინგი ხორციელდება აუდიო ჩაწერით.