- საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, გაზრდილ მომართვიანობაზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ცხელი ხაზი 15 20 სრული დატვირთვით ამოქმედდა.
სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებლის დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ შესაბამისი პასუხი მიიღოს.
„საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე 509 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 285 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. დროის აღნიშნულ მონაკვეთში დაფიქსირებულია 5035 ზარი. თუ თვლით, რომ თქვენი როგორც მომხმარებლის უფლებები ირღვევა ან ფლობთ ინფორმაციას კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების შესახებ დაგვირეკეთ 15 20 ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე- info@gcca.gov.ge“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებლის დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ შესაბამისი პასუხი მიიღოს.