ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელმა კომისიის წევრებმა ბენეფიციარების ოჯახები დაათვალიერეს. ეს ის ბენეფიციარები არიან რომლებიც სოციალური დახმარების თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებებით მიმართეს.
კომისიის წევრებმა (თავმჯდომარე გურგებნ სართანია), დაათვალიერეს და ადგილზე შეისწავლეს განმცხადებლების საყოფაცხოვრებო პირობები და დახმარება აღუთქვეს.
როგორც გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია აღნიშნავს, კომისია ბენეფიციარების ყველა განცხადებას შეისწავლის და სათანადო რეაგირებას მოახდენს.