- ზუგდიდში, ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი სასაუზმე “კოლხური საოჯახო სამზარეულო”, ხვალიდან გაურკვეველი დროით დაიხურება.
“კოლხური საოჯახო სამზარეულოს” მენეჯერი ფატიმა ყუფუნია “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ უკვე კვირაზე მეტია შემცირდა სასადილოში კლიენტების რაოდენობა. “მიუხედავად იმისა, რომ დროულად ვატარებთ დეზინფექციას და მომხმარებლებს ყველანაირ პირობებს ვუქმნით, იძულებული ვართ, უსაფრთხოების მიზნით დავხუროთ სასადილო.”
ფატიმა ყუფუნიამ არ იცის რამდენი ხანი დახურავენ კვების ობიექტს. ფიქრობს, რომ გაუჭირდება თანამშრომლების ხელფასის გაცემა. “ნამუშევარს რა თქმა უნდა, გავცემთ, მაგრამ ალბათ ვერ შევძლებთ მათ შენახვას იმ პერიოდში, როცა არ ვიმუშავებთ და შემოსავალი არ გვექნება.”