“კოლხური კულტურიდან, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე”


  • “ნიკოსეული” სასახლის დიდ სამეჯლისო დარბაზში გრძელდება გამოფენა – “კოლხური კულტურიდან, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე”.

“ცაიშისა და ერგეტის კოლხური კოლექტიური სამარხები განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია მათში აღმოჩენილი ბრინჯაოს ზოომორფული და ანთროპომორფული სკულპტურების გამო. განსაკუთრებით საინტერესოა ცხენზე მჯდომი მხედარი ქალისა (13) და ბავშვიანი მხედარი ქალების (14,15) ქანდაკებები, რომლებიც პარალელებს პოულობენ საბერძნეთის არქეოლოგიურ ძეგლებში.

ბავშვიანი მხედარი ქალების პირდაპირი ანალოგი აღმოჩენილია კუნძულ სამოსზე, ჰერაიონის ტაძარში, რაც ცაიშის მსგავსად, ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ადორანტის პოზაში (ხელებაწეული თაყვანისცემის ნიშნად) გამოსახული ქალღვთაებები (16-18), რომელთა მსგავსებები კავკასიის მასშტაბით, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში, მრავლად გვხვდება.

ეს აღმოჩენები ხაზს უსვამს რეგიონის კულტურულ კავშირებს ძველი სამყაროს ცივილიზაციებთან და კოლხეთის ისტორიულ მნიშვნელობას.”-აღნიშნულია დადიანების სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!