“კოლხური კულტურიდან, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე”


  • დღეს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა გამოფენა ,,კოლხური კულტურიდან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე“.

გამოფენა მოიცავს მუზეუმში დაცულ არქეოლოგიურ, ნუმიზმატიკურ და ბონისტიკურ მასალას.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია სამეგრელოს, ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა არტეფაქტები, როგორიცაა, ბრინჯაოს ცხენოსანი ქალის ქანდაკებები, ზოომორფული ფიგურები, ზარაკები, კოლხური ცულები, სხვადასხვა პერიოდის დანები, ისრისპირები, შუბისპირები, მძივები, დადიანების ბოტანიკურ ბაღში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა და სხვა.

ნუმიზმატიკურ ნაწილში გამოიფინა კოლხური თეთრები, სხვასხვა პერიოდის ქართული ნუმიზმატიკური მასალა, ბიზანტიური და ევროპული მონეტები და XIX საუკუნის ქართული ფული, ქართული თეთრი.

ბონისტიკურ ნაწილში დამთვალიერებელი იხილავს ამირეკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის ფულად ერთეულებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წ.) ქართულ ბონებს.

გამოფენა ასევე მოიცავს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მდებარე, სამთავრობო და ჯვარედინა სასახლეების არეალში აღმოჩენილ, XIX საუკუნის 40-50-იანი წლების ფაიფურისა და ფაიანსის ევროპული წარმოების ჩინური მინაბაძის ჭურჭელს.

.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!