კოვიდლაბორატორია კულტურის ცენტრში-დღის ფოტო


  • წყაროს ინფორმაციით, დღეს, დილიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის კოვიდლაბორატორიაში, რომელმაც გუშინ, ქალაქის ცენტრიდან, კომბინატის უბანში, ჯანაშიას ქუჩაზე, კულტურის სახლის შენობის უკანა ეზოში გადაინაცვლა, ხალხმრავლობაა და ბუნებრივიცაა, რადგან სრულიად საქართველოში და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა.

“ზუგდიდელებმა” ეს ფოტო ამ დილით გადაიღო. ასე გამოყურება ზემოთაღნიშნული კოვიდლაბორატორიის ტერიტორია, თითქოს სივრცე კია, რომ მოქალაქეებმა დისტანცია დაიცვან, მაგრამ  კულტურის სახლის ეზო არ არის ისე კეთილმოწყობილი, რომ ტესტის გასაკეთებლად მოსული მოქალაქეები მშვიდად დაელოდონ თავიანთ რიგს, მეტიც, უპატრონოდ მიშვებული შინაური ცხოველებისგან დაჯიჯგნილია და ატალახებულია იქაურობა. ერთი სიტყვით, მისახედია ეს სივრცე.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!