- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“, ბრიფინგი გამართა. თემა გახლდათ საჯარო სამსახურების თანამშრომლებისთვის შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების საკითხი.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მაია კალანდია ამბობს, „მამუკა წოწერიას, მერს, წინ უდევს 350 კაცის სია და მათთვის, გუშინ და დღეს, უკვე დასრულდა ერთთვიანი ხელშეკრულების დადება. ერთთვიან ხელშეკრულებას უდებენ ადამიანებს საცდელად, ახალაყვანილებს. აქ კი საქმე გვაქვს ტერორთან. „გაჟონილი არჩევნების“ შემდეგ, “კაპიტნებმა”, მიიტანეს სია ვინ მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“ და ვინ არ მისცა. ვინც არ მისცა, ამ ადამიანებს მასობრივად ათავისუფლებენ სამსახურებიდან“.
კალანდია დასძენს, რომ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურებს აქვთ დიდი სია, სადაც ითხოვენ მინიმუმ 50-50 თანამშრომლის სამსახურებიდან დათხოვას. კალანდია მიმართავს თანამოქალაქეებს, გამოიყენონ ყველა სახის სამართლებრივი ბერკეტი, რომ არ განთავისუფლდნენ სამსახურებიდან.
თემასთან დაკავშირებით, “ზუგდიდელები” დაუკავშირდა მერიის პრესსამსახურს. “ფრაქცია “ახალის” ბრალდება არის სიცრუე, ვინაიდან ყველა თანამშრომელს კანონის სრული დაცვით გაუფორმდა ხელშეკრულება.“ -ასეთია პასუხი, რომელიც მერიის სახელით მიაწოდა მედიას პრესსამსახურმა.