კლინიკა “ოკსიჯენი“ ახალი სტანდარტი ქართულ მედიცინაში


  • სენაკში გახსნილი ქართულ-თურქული კლინიკა „ოკსიჯენი“ უმაღლესი ხარისხის ამომწურავი სამედიცინო მომსახურებით და თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი პრაქტიკის მუდმივი განვითარებით, მოწოდებულია დაამკვიდროს ქართული მედიცინის ახალი სტანდარტი, გააქროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული შიში და შეიქმნას საიმედოობის ურყევი რეპუტაცია.

კლინიკაში თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ჩატარდება, იფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით და თანამედროვე ლაბორატორიით, 1 საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და სტაციონარი. კლინიკა გათვლილია 80 საწოლზე.

კლინიკა „ოკსიჯენი“ სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. დიაგნოსტიკური მიმართულებებია: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ულტრაბგერითი კვლევები რენტგენოგრაფია (X-ray), ენდოსკოპია, ენცეფალოგრაფია. გარდა ამისა, პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ შემდეგი მომსახურებებით: ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოექოსკოპია, ტრედმილი (დატვირთვის ტესტი), 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი, სპირომეტრია, ენცეფალოგრაფია, კლინიკაში წარმოდგენილია სამედიცინო მიმართულებების ფართო სპექტრი: ბავშვთა კარდიოქირურგია, მოზრდილთა კარდიოქირურგია, ანგიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, კარდიოლოგია, არითმოლოგია, ინტენსიური თერაპია, ნეიროქირურგია, ენდოვასკულური ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ზოგადი ქირურგია, ლაპარასკოპიული ქირურგია, ინტერვენციული რადიოქირურგია, ბარიატრიული ქირურგია, ონკოქირურგია, თორაკალური ქირურგია, უროლოგია, პროქტოლოგია, გინეკოლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ჩვენი სერვისები ოფთალმოლოგია, მამოლოგია, ორთოპედია, ოტორინოლარინგოლოგია, ყბა-სახისა და ზოგადი ქირურგია, ნევროლოგია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია, რადიოლოგია, კარდიოლოგია, ლაბორატორიული კვლევები.

 ობიექტი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და მაღალკვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული. პროექტის ავტორი  ლია ბუკია იმედოვნებს, რომ „ქართულ თურქული კლინიკა „ოკსიჯენის“ დახმარებით, უცხოეთში მკურნალობის საჭიროება აღარ შეიქმნება და მალე ის ამიერკავკასიაში სამედიცინო სერვისების ჰაბის სტატუსს მოიპოვებს. მიზანი ობიექტის გლობალური მასშტაბის ჰოსპიტლად ქცევა და Joint Commission International (JCI)-ის სრული აკრედიტაციის მოპოვება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!