კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას მოუწოდა, ნაკლები ჭამონ 2025 წლამდე, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან საზღვარს სრულად არ გახსნის


  • რდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას მოუწოდა, ნაკლები ჭამონ 2025 წლამდე, ვიდრე ქვეყანა ჩინეთთან საზღვარს სრულად არ გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფალი აზია“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა საკვების ნაკლებობას უკვე განიცდის. „კოვიდ-19“-ის გავრცელების აღსაკვეთად, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან საზღვარი 2020 წელს ჩაკეტა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას დარტყმა მიაყენა. ჩრდილოეთ კორეაში ყოველდღიურ საქონელზე ფასები რეკორდულად იზრდება და მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა. საკვების დეფიციტში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება საგარეო ფაქტორებს ადანაშაულებს, მათ შორის სანქციებს, ბუნებრივ კატასტროფებს და „კოვიდ-19“-ის პანდემიას.

მიმდინარე წლის აპრილში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, გასული საუკუნის 1990-იან წლებზე უფრო რთული ეკონომიკური მდგომარეობისთვის მომზადებულიყვნენ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!