- მედიის ინფორმაციით, კიევში ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაარქვეს. ინფორმაციას კიევის საკრებულო ავრცელებს.
“მრავალსაუკუნოვან კიევში არ უნდა რჩებოდეს დასახელებები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყანა-აგრესორთან, მის საბჭოურ და იმპერიულ წარსულთან“, – განაცხადა კიევის საკრებულოს მდივანმა ვლადიმირ ბონდარენკომ.