- ოთხი ახალი ავტობუსი უკვე ემსახურება ზუგდიდელებს. ამ დღეებში, კიდევ 4 ერთეული “ისუზუს” მარკის ავტობუსი შეემატა ავტოპარკს.
ახალი ავტობესები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ:
ზუგდიდი – ცაცხვი;
ზუგდიდი – ინგირი;
რკინიგზის სადგური- ფაიფური;
რკინიგზის სადგური – წისქვილკომბინატი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქალაქის ავტოპარკში 8 ერთეული ახალი საქალაქო ტრანსპორტია, ხოლო რამდენიმე დღეში, ზუგდიდის ავტოპარკს კიდევ 7 ავტობუსი შეემატება. მათივე ინფორმაციით, ჯამში, ქალაქს, 2019 წელს, 15, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება.