კვლევის შედეგი-ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა საჭიროებს გადახედვას


ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართა პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე  მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“  კვლევის პრეზენტაცია.

პროექტის მენეჯერმა ნანა ყურაშვილი აუდიტორიას ესაუბრა სახელმწიფოს სოციალურ პროგრამებზე, რომელიც  ხუთი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება, კვლევის მეთოდოლოგიაზე, ამოცანებზე და ძირითად მიგნებებზე. ყურაშვილმა ასევე ისაუბრა სოციალურ პოლიტიკაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. კვლევის  მიხედვით, მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამები ისეა, დაგეგმილი, რომ სახელმწიფო პროგრამები არ გადაფაროს და პირიქით, მისი შემავსებელი იყოს.

2016 წლის პირველ ნახევარში, 3367 – მა ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა სხვადასხვა მუნიციპალური სოციალური პროგრამით და ჯამში 261 678 ლარი დაიხარჯა. დასკვნის სახით კვლევამ აჩვენა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სფერო სხვა  რეგიონებთან შედარებით გამართულია და წინ წაწეულიცაა. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს სოციალური სფეროს  პრობლემებზე  და გამოწვევებზე, როგორიც გახლავთ: უსახლკარობა,  ფინანსური და სხვადასხვა სერვისების სიმწირე, ფართო კვლევების საჭიროება და ინფორმაციის ნაკლებობა.

პროექტის მენეჯერმა ნანა ყურაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ:  „შეხვედრის ძირითადი მიზანი არის კვლევის შედეგების გაცნობა, რომელიც მიმდინარეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამი თვის  განმავლობაში. კვლევამ უნდა მოიცვას არსებული  სოციალური სერვისების მიწოდების მდგომარეობა, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ასევე ზოგადად ქვეყნის მასშტაბით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, რომლებიც არიან ამ სფეროს ქსპერტები, მოგვაწოდონ თავიანთი, რეკომენდაციები, შენიშვნები და  მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით,   რაც საბოლოო ჯამში გათვალისწინებული იქნება საბოლოო ანგარიშში და დაეხმარება სხვადასხვა სამინისტროს, ისევე როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმართველობას, უკეთ დაგეგმონ სოციალური პოლიტიკა და უფრო მეტად გახადონ  სისტემური და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული. მისი განმარტებით, ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა საჭიროებს გადახედვას,  რადგანაც ის მიმართულია მოკლევადიან მიზნებზე და შედეგებზე. აუცილებელია უფრო მეტი რესურსის მოზიდვა და სისტემური მიდგომის დანერგვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტებს შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ნამდვილად გამოირჩევა არსებული მდგომარეობით, რადგანაც მთელი რიგი პროგრამები არის დანერგილი, რომელიც გრძელვადიან შედეგებზე არის ორიენტირებული. მათ შორის სახლების მშენებლობის პროგრამა. კვლევის ავტორებმა რეკომენდაციის სახით, მოგვმართეს, რომ ეს გამოცდილება გაზიარებულ იქნას სხვა მუნიციპალიტეტებში” – აღნიშნა პროექტის მენეჯერმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ აღნიშნა, რომ  “ეს კვლევა არის მნიშვნელოვანი და მას დადებითად შევაფასებდი, შეხვედრაზე  გამოიკვეთა უამრავი საკითხი, რომელზეც მოგვიწევს მუშაობა”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=i-uP72_HMh8[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!