დღეს, ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა მერიის წარმომდგენლებთან, საჯარო მოხელეებთან, საკრებულოს წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ მოსახლეობის შენიშვნები და რეკომენდაციები გააჟღერა.
რეკომენდაციები, რომლებიც წინა ორ საჯარო სხდომაზე დაისვა. ეს საკითხები ეხებოდა ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეკონსტრუქციას, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის’’ დაფინანსებას, ქალაქის ცენტრში სხვადასხვა დანიშნულების შენობებში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხებს, რესტორენებისთვის რეგულაციების დაწესებას და ფეიერვერკებისთვის დროის ლიმიტის დაწესებას, სოციალურად დაუცველთათვის სახლების მშენებლობას და გენდერულ საკითხებს. „ ხვალ წარვუდგენთ ქალაქ ზუგდიდის მერიას იმ შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ 2017 წელს განხორციელდეს ის პროექტები, რომელიც აქტუალურია ჩვენს ქალაქში. მთლიანობაში ჩვენ მივიღეთ პროდუქტიული განხილვები, რომლის ეფექტურ შედეგსაც აუცილებლად მივაღწევთ.“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=q1Ju1Sl0VBo[/embedyt]
შეხვედრაზე კომისიების თავმჯდომარეები მოხსენებით წარსდგნენ და თავიანთი რეკომენდაციები და შენიშვნები გააცნეს საზოგადოებას. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის თქმით, ბიუჯეტი არ არის მორგებული ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის. ფრაქცია მთავარ შენიშვნად მიიჩნევს იმას, რომ ბიუჯეტში პრიორიტეტად ტურიზმი არ არის მიჩნეული. „ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ნაწილი არ ითვალისწინებს ქალაქის რეკონსრუქციის და რეაბილიტაციის გაფართოების გეგმას, არ ითვალისწინებს ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეაბილტაციას. ბიუჯეტში არ ჩანს 260 ათასი ლარი, რომლიც კულტურული ღონისძიებებისთვისას გათვალისწინებული, რა კონკრეტული შედეგი უნდა მოიტანოს წლის ბოლოს.’’- აღნიშნა წითლიძემ[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=h6Pf8rSg_ac[/embedyt]
შეხვედრაზე იმყოფებოდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი გოგოხია, რომელმაც ყველა შენიშვნაზე და რეკომენდაციაზე ისაუბრა.
მერმა განმარტა, რომ 2017 წელს დაიწყება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, „პროექტირებისთვის დამატებით თანხა გადაეცა თეატრს. ალბათ იანვრის ბოლოს რეაბილიტაციის პროექტი დასრულებული იქნება და იმედია „ქართუ ჯგუფი’’ ამას დაიწყებს 2018 წელს. მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ ჩვენი თეატრი 150 წლისთავს ღირსეულად შეხვდება.’’ მერმა დევნილების ბაღებიდან გაყვანის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს მერიის პრეროგატივა არ არის, თუმცა ისინი აქტიურად თანამშრომლობენ დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან, რომელთაც წერილობით მიმართეს და ეს საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7WaVLPwWrRg[/embedyt]
საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ხარჩილავამ ქალაქის მერს მიმართა, რომ ქალაქში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს ყურადღება მიაქციონ. თავის მხრივ მერმა აღნიშნა, რომ „ზედამხედველლობის სამსახურს დავავალებთ, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლონ კერძო მესაკუთრეებთან’’ – აღნიშნა მერმა.