გვიან ღამით, მეუფის რეზიდენციაში ჩამოსულმა საპატრიარქოს სიწმინდეთა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მეუფე ვახტანგმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა: “სინოდის სხდომაზე შემოსული იყო წერილი ფოთისა და ხობის მიტროპოლოტის გრიგორის თხოვნით,
რომ ღვთისმშობლის სამოსელი ერთი დღით გადაბრძანებული ყოფილიყო მოსალოცად ხობის დედათა მონასტერში, აქედან გამომდინარე, სინოდმა დადგენილებით დამავალა, სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის განყოფილების უფროსს, შემესწავლა ეს საკითხი. მე აქ გადაწყვეტილების მისაღებად არ ვარ ჩამოსული, მე, უბრალოდ გავიგე აზრი მეუფესი, ეპარქიის, მრევლის, თუ რა მდგომარეობაა ამასთან დაკავშირებით”. მეუფის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღება მასზე არ არის დამოკიდებული. ის აგროვბს მასალას გაუკეთებს რეზიუმეს და მოახსენებს უწმინდესობას და წმინდა სინოდს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=djGZqF5ZYSA[/embedyt]
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, გაიხსენა, რომ ადრე ადგილი ჰქონდა კვართის გატანის მცდელობას ქალაქიდან.”შეიკრიბა მრევლი და მათი თხოვნა იყო არ გასულიყო ზუგდიდიან, საპატრირქომ გაითვალისწინა და კვართი დარჩა ზუგდიდში”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=q9wUdhWJbqg[/embedyt]
დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდა ქალაიქის მერი. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას აქვს უფლება ხალხისა და მოსახლეობის სახელით ილაპარაკოს, ვინაიდან ის არის ღვთისმშობლის ქალაქის მერი. ირაკლი გოგოხიას თქმით, ღვთისმშობლის კვართი უნდა იყოს ზუგდიდში და სპეკულაცია უნდა დამთავრდეს. “პატრიარქმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ღვთისმშობლის კვართი უნდა დაბრძანებულ იქნას ზუგდიდში და რატომ ვისმენ ყოველ წელიწადს ერთსა და იგივეს. ჩვენ ხვალ გავამზადებთ წერილს და მივმართავთ წმინდა სინოდს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ საკითხზე საუბარი”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=cNNVbvKAkDU[/embedyt]
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მოქალაქეები, რიგითი ზუგდიდელები, რომლებმაც ‘ზუგდიდელებს’ უთხრეს, რომ სიწმინდის გატანის უფლებას ქალაქიდან არავის მისცემენ. “ხალხი დადგება ერთად და არავითარ შემთხვევაში არ გავატანთ. ქალაქი არ მისცემს იმის უფლებას, რომ ეს გახდეს რაღაცა ცირკის სანახაობასავით- ვისაც სად მოუნდება იქ წაიღოს. კვართი აქ არის, აქ იყო და აქ ასე იქნება სულ”. – გვითხრა ნანა წოწონავამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0waah6Wy7wY[/embedyt]