- კესა შონია, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. ღონისძიება ყოველწლიურად „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდობის სააგენტო Youth Agency-ის მხარდაჭერით იმართება.
გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში – მოზარდების (13-18) და ახალგაზრდების (19-29) ჯგუფიდან შეირჩა, ჯილდო კი სხვადასხვა თემატიკის შესაბამისად გადანაწილდა: განათლება, ადამიანის უფლებები, სოციალური სფერო, მოხალისეობის განვითარება, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება, გარემოსდაცვითი მოხალისეობა და ა.შ.
ინფორმაციისთვის: წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს ტრადიციის დამკვიდრების მიზანია ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება, ასევე, მადლიერების გამოხატვა იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.