- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის მარტში აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ კემბრიჯის შემდეგი სასერტიფიკაციო გამოცდების მხოლოდ ფურცლის ვერსიები: KET FS (A2Key for Schools), PET (B1 Preliminary), FCE (B2 First) და CAE (C1 Advanced).
უწყების ცნობით, კემბრიჯის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისათვის სტანდარტული რეგისტრაცია 6 იანვრიდან 19 იანვრის 24:00 საათამდე გაგრძელდება. მათთვის, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაცია 20 იანვარს დაიწყება და 21 იანვრის 17:00 საათამდე გასტანს. გვიანი რეგისტრაციის საფასური დამატებით 120 ლარს შეადგენს.
2026 წლის მარტის გამოცდებზე აპლიკანტები ონლაინ რეგისტრირდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კემბრიჯის მენიუში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ:
გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (აიდი ბარათი ან პასპორტი) ფოტო;
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი) მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული, თანდართული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომელზეც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს.
იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, მან უნდა მიიღოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინება. სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში აპლიკანტი რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს გამოცდის განრიგს.
საბანკო რეკვიზიტები
გამოცდა და მასში მონაწილეობის საფასური
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
Paper-based KET FS (A2Key for Schools) – 7 მარტი
Paper-based PET (B1 Preliminary)- 7 მარტი
Paper-based FCE (B2 First) – 13 მარტი
Paper-based CAE (C1 Advanced) – 14 მარტი
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.
