- ჩვენ არ ვნებდებით, რათა დავარწმუნოთ მთავრობა, რომ ამ კანონთან მიმართებაში წინსვლა არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერო-მ, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, საქართველოს ბევრმა მეგობარმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომელიც, დიდი ალბათობით, მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, სავარაუდოდ, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, როგორც ამ კანონმდებლობამ ეს გააკეთა რუსეთში და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ გადახედოს ამ კანონს. ეს არ არის აუცილებელი. არსებობს გამჭვირვალობა, როგორ გამოიყენება აქ უცხო ქვეყნების დახმარება. ამ კანონს ექნება დამანგრეველი ეფექტი საქართველოში მომუშავე ორგანიზაციებისთვის, რომ აკეთონ კარგი საქმე, დაეხმარონ საჭიროების მქონე ქართველ ადამიანებს. ეს კანონი არ არის საჭირო და ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, გთხოვთ, გადახედეთ, გამოიწვიეთ ეს კანონი, ეს არ არის საჭირო და არ შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესში“, – განაცხადა ელჩმა.
წყარო