- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის, სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 578 435 ლარია.
გზასთან და სანიაღვრე არხებთან ერთად პროექტი მოიცავს ეზოებთან მისასვლელების მოწყობას.