- დაგვეთანხმებით, რომ სტუდენტების აკადემიური მოგზაურობის საბოლოო მიზანი უმაღლესი განათლების მიღებასთან ერთად დაკავშირებულია ცოდნის რეალიზებასთან, საკუთარი თავის დამკვიდრებასა და წარმატებული კარიერასთან.
საქართველოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური უნივერსიტეტია, რომელსაც მოწინავე ადგილი უჭირავს საგანმანათლებლო სივრცეში, როგორც აკადემიური მიმართულებით, ასევე დასაქმებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა უმაღლესი სტატისტიკით – აქ, კურსდამთავრებულთა 96% დასაქმებულია.
როგორია ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, როგორ ხდება სტუდენტების და მათ შორის კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა და როგორ ინარჩუნებს უნივერსიტეტი კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალ მაჩვენებელს – ამ საკითხებზე გავესაუბრეთ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მენეჯერს – ანი ბიგვავას.
- ანი, მოგვიყევით თქვენი ცენტრის საქმიანობის შესახებ, როგორ ფიქრობთ რატომ არის მნიშვნელოვანი კარიერული განვითარების ცენტრი უნივერსიტეტისა და სტუდენტებისთვის?
გამომდინარე იქიდან, რომ კარიერული განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიის დაუფლება სტუდენტისთვის, საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე ზრუნავს უნივერსიტეტში მოხვედრის პირველივე დღიდან.
სტუდენტმა სტუდენტობის პირველივე წლებში უნდა იცოდეს თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ თავისი თეორიული ცოდნა და უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება განახორციელოს პრაქტიკაში. სწორედ ამიტომ, დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ღია და მორგებულია სტუდენტების ინტერესებისათვის. მათ აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა მნიშვნელოვან ტრენინგებში, დასაქმების ფორუმებში, სადაც წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები პირისპირ ხვდებიან სტუდენტებს და სთავაზობენ აქტიურ ვაკანსიებს. მეორე მხრივ კი ამ პროცესში მნიშვნელოვანია სტუდენტების აქტიური ჩართულობა და მათი მხრიდანაც ინტერესის გამოვლენა.
- რას მოიცავს ცენტრის საქმიანობა?
კარიერული სერვისების თვალსაზრისით სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ხელმისაწვდომია სისტემური ტრენინგები, მაგალითად – ტრენინგების სერია „5 ნაბიჯი დასაქმებისაკენ“, დასაქმების ფორუმები, ინდივიდუალური კონსულტაციები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ექსკლუზიური სიახლეები მიმდინარე ვაკანსიებზე და სხვა.
- რას გულისხმობთ, როცა საუბრობთ ვაკანსიების შესახებ ექსკლუზიური ინფორმაციაზე?
სტუდენტთან და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოს კერძო და საჯარო სექტორთან, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან.
ექსკლუზიურს როცა ვახსენებ, ვგულისხმობ, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები თავად გვიკავშირდებიან და თავადვე იჩენენ ინიციატივას დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით და გვთავაზობენ მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მოწინავე ვაკანსიებს. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა სტუდენტს სურს კონკრეტულ ორგანიზაციაში თუ კომპანიაში დასაქმდეს, ასეთ დროს ვუკავშირდები კომპანიას და ვთავაზობ ჩვენი სტუდენტის თუ კურსდამთავრებულის კანდიდატურად, გარკვეულწილად შუამავლის როლს ვასრულებ და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სტუდენტებით დაინტერესება ძალიან დიდია.
აქვე აღვნიშნავ, რომ დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებითა და კომპანიის წარმომადგენლების ინიციატივით სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლებს, მოისმინონ მათი პრეზენტაცია და გაეცნონ კომპანიის კულტურას, მიიღონ მათთვის სასურველ კითხვებზე HR-ების პასუხები. წარმომადგენლები დამსწრეებს კონსულტაციების გარდა უზიარებენ კომპანიაში არსებულ ვაკანსიებსა და სტაჟირებებზე ინფორმაციას.
- და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რით არის განპირობებული საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების სტაბილურად მაღალი მაჩვენებლი?
საქართველოს უნივერსიტეტში ლიდერი პრაქტიკოსი ლექტორები ასწავლიან, შესაბამისად ჩვენს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა თეორიული და პრაქტიკული სწავლებით პროფესიას დაეუფლებიან სიღრმისეულად. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენთვის, საქართველოს უნივერსიტეტისთვის თითოეული სტუდენტი და მისი კარიერული წინსვლა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში მისი პირველივე დღიდან, სწორედ ამიტომ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ცენტრი სათუთად ეკიდება თითოეული მათგანის კარიერული წინსვლის პერსპექტივებს, იმისათვის რომ დაიკავონ მოწინავე ადგილები წამყვან კომპანიებში.