- უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდა.
„ახლახანს მქონდა შესაძლელობა, მესაუბრა კანადის პრემიერ-მინისტრთან. ის ირპენში ჩამოვიდა, რომ ნახოს ის საშინელება, რაც ჩვენს ქალაქებში რუსებმა ჩაიდინეს და რა თქმა უნდა, კანადის პრემიერ-მინისტრი შოკშია. მან ნახა თითქმის სრულად განადგურებული სამხედრო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები“, – განაცხადა ირპენის მერმა.