კალისტრატე შეროზიას გახსენება


  • კალისტრატე შეროზია დაიბადა 1912 წელს ქალაქ ზუგდიდში, სადაც დაამთავრა ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საშუალო სკოლა წარჩინებით. შემდგომ უკვე სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე სპეციალობით ფინანსები.

სწავლის პერიოდში, პარალელურად, არჩეულ იქნა უნივერსიტეტში, როგორც წარჩინებული სტუდენტი პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარედ. უნივერსიტეტიც დაამთავრა წარჩინებით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ მან იმუშავა ბევრ წამყვან პოზიციაზე პროფესიის მიხედვით. ბაბუამ, როგორც ახალგაზრდა და ენერგიულმა კადრმა, დიდი ყურადღება მიიქცია და გადაყვანილ იქნა მარტვილში, მეურნეობის დირექტორად. სხვადასხვა დროს იყო ჭაქვინჯის, ოდიშის, ურთის, კოლხიდის კოლმეურნეობების თავმჯდომარე. ბაბუა იყო ძალიან წარმატებული და შრომისმოყვარე ადამიანი. მისი მიზანი იყო თავისი თანაქალაქელების კეთილდღეობისთვის ბრძოლა. მას ჰყავს დასაქმებული ათასობით ადამიანი. სწორედ ამ დიდი ღვაწლისთვის, ბაბუა, 37 წლის ასაკში დაჯილდოვებულ იქნა შრომის გმირის წოდებით და გადაეცა საპატიო ჯილდო.

კალისტრატე შეროზიას ჰყავდა მეუღლე იმერელი ქალბატონი ეთერ ნინუა, რომელიც ასევე იყო სახელოვანი ოჯახიდან. ის გახლდათ ზუგდიდის მაზრის მთავარი აგრონომის სერგო ნინუას ქალიშვილი, პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი. ქალბატონი ეთერის მამა გახლდათ გიოტინგენის უნივერსიტეტის 1921 წლის კურსდამთავრებული პიროვნება, რომელიც საუბრობდა და ფლობდა თავისუფლად 9 უცხო ენას. იყო აკადემიის წევრი და საპატიო ხარისხის მფლობელი. ბატონ კალისტრატეს დარჩა ორი ვაჟიშვილი: ზაურ და ელდარ (ბაჩა) შეროზიები, – ისინი, მამის მსგავსად, წარმატებულად მოღვაწეობენ თავიანთ საქმეში: – 50 წელზე მეტია, ბატონი ზაური ხელმძღვანელობს ქალაქ ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკას. არის დამსახურებული ექიმი, უამრავი სამკერდე ნიშნისა და სერტიფიკატის მფლობელი. მას 2022 წელს მიენიჭა „საპატიო ზუგდიდელის“ წოდება. ელდარ (ბაჩა) შეროზია კი, 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ზუგდიდის ფსიქო-ნარკოლოგიურ დისპანსერს. მან დიდი წვლილი შეიტანა ამ დაწესებულების დაარსებაში და წლების განმავლობაში იმუშავა ამ პოზიციაზე წარმატებულად.

ბატონი კალისტრატეს ოჯახი ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე, რასაც ადასტურებს მათი შთამომავლების: შვილებისა და შვილიშვილების არაერთი წარმატებული და საამაყო საქმეები. ძალიან ძნელია, როცა დგება ცხოვრებაში მომენტი რა დროსაც ბაბუა და შვილიშვილს უწევს განშორება, მაგრამ ცხოვრება ასეა ტკივილიანი, ბევრი სიხარულისა და სიყვარლის შემდგომ. მთავარია ჩვენ გავამართლოთ ის იმედები, რაც გვავალდებულებს მათი სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად, გავიღოთ. მე მყავდა საუკეთესო ბაბუა, რომელიც ჩემს გულში უკვდავია!

თამარ შეროზია, კალისტრატე შეროზიას შვილიშვილი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!