ის რაც ჩემს თანასოფლელებს გაუხარდებათ, მეც მიხარია…


  • დათო ჭაფანძე განმუხურელია, სპეციალობით ექიმი, მაგრამ ცხოვრებამ სხვაგვარად განსაჯა და სხვა გზით წაიყვანა,-ის სოფელ განმუხურის მაჟორიტარი დეპუტატია და დღეს, თავის მომავალს, სოფლის განვითარებისთვის ზრუნვაში ხედავს. დათო ორმოცი წლისაა, ჯერ კიდევ დაუოჯახებელი, ამიტომ ზუგდიდელ გოგონებს აქვთ შანსი მისი ყურადღება მიიპყრონ.

-განმუხურელი ვარ, სკოლა დავამთავრე 1996 წელს, იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე, ორწელიწადნახევარი ვმუშაობდი ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში უმცროს ექიმად, რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმ-რეანიმატოლოგ ბეჟან ანთიასთან ერთად. დაიხურა რაიონული საავადმყოფო და დავრჩი უმუშევარი, მაგრამ ეს პერიოდი ჩემი მშობლების ავადმყოფობას დაემთხვა და არც მქონდა სურვილი მეძებნა სამუშაო ჩემი პროფილით.
-ამასობაში, განმუხურელებმა გადაწყვიტეს, აერჩიეთ სოფლის მაჟორიტარ დეპუტატად.
– განმუხურის თემის მაჟორიტარი ვარ 2017 წლიდან. დადებითი ენერგია მოდის სოფლის მოსახლეობისგან. სოფელში გასაკეთებელი ბევრია, ბევრიც გაკეთდა. ვფიქრობ, უკეთესობისკენ შევიცვალეთ. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, სოფელ განმუხურს ჰქონდა პრობლემა განმუხურ-დარჩელის დამაკავშირებელი გადასასვლელი ხიდის გამო, ეს ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში ჯერ კიდევ აფხაზური კონფლიქტების დროიდან. წელს გამოცხადდა ტენდერი და ვფიქრობ, საშველი მალე დაადგება – იქნება ორმხრივი მოძრაობის ხიდი.
მოგეხსენებათ, სოციალური საკითხების სრულყოფა ყოველთვის პრობლემებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად, იგრძნობა სიახლე, ეს რა თქმა უნდა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის,–გამგებლის და სოფლის სპეციალისტის დამსახურებაცაა. ისინი ზრუნავენ მოსახლეობისთვის. მეც სოფლის და თანასოფლელების სიყვარულით ვარ სავსე და მინდა, მათთვის ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთო.
-მაგრამ ხალხი ჭრელია. ყველას მოსაწონს ვერ გააკეთებთ…
-მე არ მიგვრძნია სოფლის მცხოვრებლებისგან სიძულვილი, არც შური, არც ღალატი, მაგრამ სოფელი ორად რომ არის გაყოფილი, ეს არ მსიამოვნებს. პარტიული დაპირისპირება საერთო საქმეს აზიანებს. ჩემს ხალხს მინდა სიკეთე გავუკეთო, მაგრამ თუ ვერ შევძლებ, ალალად ვიტყვი რომ ვერ შევძლებ და არ გამომდის ეს საქმე. თუ შემიძლია, აუცილებლად გავაკეთებ გასაკეთებელს. სიმართლისმოყვარულ ადამიანს ვაფასებ, არ მომწონს მატყუარა ადამიანი, ტყუილს ვერ ვპატიობ. მიხარია, რომ 2020 წელს იწყება ჩვენი ხიდის მშენებლობა. ვიცი, ეს გაახარებთ ჩემს თანასოფლელებს, მიხარია მეც.
– მოგვიყევით თქვენს ოჯახზე?
-მყავს მშობლები: მამა, ხუნტუშა ჭაფანძე, სპეციალობითი აგრონომია. დედა, დარეჯან ესართია, მედდაა, იყო ბებიაქალიც. მუშაობდა რაიონულ საავადმყოფოში და სოფელ განმუხურშიც. ვარ ერთადერთი შვილი, დაოჯახებული არ ვარ, სამწუხაროდ…
-ხომ არ აგვიანებთ… როგორი უნდა იყოს თქვენი მეუღლე?
-მინდა, ოჯახის მცნების შესახებ მოვიგონო ბაბუაჩემის ნათქვამი. ამბობდა: ოჯახი არისო პატარა სახელმწიფო. თუ არ არისო ერთმანეთის გაგება, ის არ არისო ოჯახი. ბაბუაჩემი, ცხონებული ღუღუნი ჭაფანძე იყო განმუხურის სკოლის დირექტორი, სპეციალობით მათემატიკოსი. მინდა, გვერდით მყავდეს ჭკვიანი ქალბატონი, რომელიც იქნება ოჯახის, შვილების, მეუღლის ერთგული.
-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
-რაც მთავარია, ვუსურვებ, მშვიდობას, ერთმანეთის გვერდით დგომას და გაერთიანებას. მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს!

როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!