ისრაელში ჩატარებული კვლევა – პირები, რომლებმაც „ბუსტერ“ დოზა მიიღეს, ვირუსის გართულებისგან 20-ჯერ მეტად არიან დაცულები


  • პირები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-3, იგივე „ბუსტერ“ დოზა მიიღეს, ვირუსის გართულებისგან 20-ჯერ მეტად არიან დაცულები, ხოლო დაინფიცირებისგან 10-ჯერ, – ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მკვლევარებსა და ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის თანახმად, ვაქცინის მე-3 დოზის მიღებიდან 12 დღის შემდეგ, ინფიცირების რისკი 11.3-ჯერ ნაკლები იყო იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც მესამე დოზა არ მიუღიათ. გამოცემის ცნობით, კვლევაში მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

შეგახსენებთ, ისრაელი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ვაქცინის მესამე დოზით აცრის კამპანია დაიწყო. ბოლო მონაცემებით, „ბუსტერ“ დოზით ქვეყანაში 3 მილიონამდე ადამიანი აიცრა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!