- პირები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-3, იგივე „ბუსტერ“ დოზა მიიღეს, ვირუსის გართულებისგან 20-ჯერ მეტად არიან დაცულები, ხოლო დაინფიცირებისგან 10-ჯერ, – ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მკვლევარებსა და ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის თანახმად, ვაქცინის მე-3 დოზის მიღებიდან 12 დღის შემდეგ, ინფიცირების რისკი 11.3-ჯერ ნაკლები იყო იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც მესამე დოზა არ მიუღიათ. გამოცემის ცნობით, კვლევაში მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
შეგახსენებთ, ისრაელი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ვაქცინის მესამე დოზით აცრის კამპანია დაიწყო. ბოლო მონაცემებით, „ბუსტერ“ დოზით ქვეყანაში 3 მილიონამდე ადამიანი აიცრა.