ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს


  • ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

“ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 6 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით ქვეყანაში განახლებული რეგულაციები იმოქმედებს. დახურულ სივრცეში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა 50, ხოლო ღია სივრცეში 500 შეადგენს. ფიტნეს დარბაზებზე, სპორტულ კომპლექსებზე, ასევე, დახურულ სივრცეში განთავსებულ საცურაო აუზებსა და ატრაქციონებზე ვრცელდება ე.წ. „იასამნისფერი სტანდარტი“, რაც ვიზიტორებს ათავისუფლებს „მწვანე პასპორტის“ ქონის აუცილებლობისგან. შეგახსენებთ, რომ 29 აპრილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვა გაუქმდა. გისურვებთ ჯანმრთელობას”.-ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!