ისინი აგვისტოს ომის გმირები არიან


2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალების: ბადრი ბერანძის და დავით ჯიქიას საფლავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ვიცე გუბერნატორთან ერთად საფლავები გვირვინებით ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმაც შეამკეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, სულ 37 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც. ისინი აგვისტოს ომის გმირები არიან.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!