ისევ გარემოვაჭრეთა აქციაა ზუგდიდში


ზუგდიდის მერიასთან გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს, ერთი ნაწილი კი, ქუთაისში, პარლამენტში აპირებდა წასვლას.  გზის სავალი ნაწილი პოლიციის დახმარებით გათავისუფლდა. ცუდად გახდა აქციის ერთი მონაწილე, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამ წუთებში სავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. მოვაჭრეები გარევაჭრობის ნებართვას, ან ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ და სურთ მერთან შეხვედრა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!