ირმა ჭკუასელის სახელობის მოსწავლეთა ონლაინ კონფერენცია გრძელდება


  • 2023 წლის სასწავლო – შემოქმედებითი ონლაინ -კონფერენცია “უკეთესი განათლებისთვის’’, 2020 წელს, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდულმა ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან: საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საერთაშორისო განათლების, ხელოვნების კულტურის კვლევის ინსტიტუტთან, ორგანიზაცია ტრენინგ – ცენტრ “ცოდნასთან” ერთად რეგულაციების წესების დაცვით, ონლაინ რეჟიმში განახორციელა კვლევითი ინსტიტუტის დაფინანსებით.

2023 წლის თებერვლიდან, განახლდება ონლაინ დისტანციური ფორმატით მოსწავლეების სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია. პროექტი ჩატარდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ონლაინ კონფერენციის მიზანია, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ინფორმაციის კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების განვითარება. ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. თავისუფალ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.

კონფერენციის მონაწილეებს შეუძლით იმუშაონ შემდეგი თემატიკის გათვალისწინებით: ადამიანი და ტექნიკა, ბუნება, თავისუფლება, ჩემი ქალაქი, მეგობრობა, რელიგია.

მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გამოაგზავნონ თავისუფალი ჩანახატი, ესე, მოთხრობა, ლექსი, ისტორიული ნარკვევი. შეარჩიონ მათთვის საინტერესო და აქტუალური საკითხები. ნაშრომის მოცულობა, – სიტყვების რაოდენობა 1000-მდე.

დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოება ჩატარდება 22 ივნისს.

საკონფერენციო მასალები უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 28 თებერვლამდე და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე pedagogtaerovnulicentri@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საკონტაქტო ნომერზე: 597 90 64 90.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!