ირკუტსკის ოლქში, სამხედრო აღრიცხვის ოფისში, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, დაიჭრა სამხედრო კომისარი


  • რუსეთში, ირკუტსკის ოლქში სამხედრო კომისარ ალექსანდრე ელისეევს ესროლეს. ინფორმაციას რუსული მედია, ირკუტსკის გუბერნატორ იგორ კობზევზე დაყრდნობით ავრცელებს.

იგორ კობზევის განცხადებით, ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმინსკში ახალგაზრდა მამაკაცმა სამხედრო აღრიცხვის ოფისში ცეცხლი გახსნა. გუბერანტორის თქმით, დაიჭრა სამხედრო კომისარი ალექსანდრე ელისეევი, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„გავეცი განკარგულება უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ. ყველას ვთხოვ შეინარჩუნონ სიმშვიდე“, – დასძინა გუბერნატორმა.

მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ინფორმაციისთვის: 21 სექტემბრიდან რუსეთში, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!