- რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის თანამდებობაზე ირაკლი ხოჭოლავა დაინიშნა.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი თანამდებობის პარალელურად იგი განაგრძობს სამედიცინო საქმიანობას ზოგადი ქირურგიის მიმართულებით და ინარჩუნებს საოპერაციო ბლოკის ხელმძღვანელის პოზიციას.
ირაკლი ხოჭოლავა 2006 წლიდან მუშაობს ზოგადი ქირურგიის მიმართულებით, ასევე წლების განმავლობაში იყო არაერთ სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.