ირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატო-სთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე


  • საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა. ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმებით და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში განაცხადა, სადაც ნატო-საქართველოს სწავლების მიმდინარეობას გაეცნო.

“ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის  ყველა საფეხური დაგეგმვიდან შეფასების პროცესამდე ჩვენი სამხედროების მიერ ხორციელდება ნატო-ს სტანდარტების მიხედვით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჯარის და ამ შემთხვევაში მისი მართვის რგოლის მაღალ კვალიფიციურობასა და პროფესიონალიზმს. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი და სისტემური თავდაცვის პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანიცაა, გვყავდეს საუკეთესო მომზადების, თანამედროვე, ძლიერი ჯარი, რომელიც ეფექტურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. მინდა ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატო-სთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის.

სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ დევიდ კეტლერმა და ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლა ძანელიმ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!